weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

საზოგადოება

საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ბავშვის ცხედარი ოჯახის წევრებმა წუხელ, საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს. ოჯახისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ფასანაურში ადიდებულ არაგვში 22 წლის მამაკაცი დაიხრჩო. როგორც „რეგინფოს“ ფასანაურში გამგებლის წარმომადგენელმა თინა წიკლაურმა უთხრა, ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში იყო, როდესაც მდინარეში ხიდიდან, ბანაობის მიზნით გადახტა და დინებამ…

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს მცხოვრებლებმა მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რომელიც დაადასტურებს, რომ ანძების მშენებლობა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.

„რუსთავი 2“-ის აქციების საკონტროლი პაკეტების მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს 100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, მეორე დაკავებული კი სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გათავისუფლდა.

კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე ორი ადამიანი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის მიუხედავად 1–ლი აპრილიდან 10 ივნისის ჩათვლით 27 სოფელი უკვე დაისეტყვა.

ერთ–ერთმა საინფორმაციო სააგენტომ 10 ივნისს, საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუშეთის გზა დღეს გაიხსნებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში მყოფი ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს, თუშები, თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია 11:00 საათზე დაიწყება.

"ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებას საქართველოს ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა. ჯეჯელავას მიაჩნია, რომ პოლიციელის გაშარჟება სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ის მუსიკალური ვიდეოს გამო რეპერების დაკავების ვერსიას არასერიოზულს უწოდებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]