weather cur horoscope tv
ივნისი 13, 2024

საზოგადოება

ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების გამო თბილისში საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტის ძველი შენობისკენ მსვლელობას აწყობენ. აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ „ხალხთან ომი დასრულდეს“ და „სისტემა ყარს“.…

ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრი რეპერების მიშკა მგალობლიშვილის (Young MIC) და გიორგი ქებურიას (Kay G) მხარდასაჭერად, თბილისში, 10 ივნისს აქცია გაიმართება. 19:00 საათზე, აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტის…

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც პროკურატურა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული რეპერის, მიშკა მგალობლიშვილის ადვოკატი კახა ცნობილაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დასაჯეს იმ მუსიკალური ვიდეოს გამო, სადაც მუხლებზე მდგარი და ყელზე თოკშებმული პოლიციელია…

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპერებს მიშკა მგალობლიშვილსა (Young Mic) და გიორგი ქებურიას (Kay G) წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ქართველ კოლეგებს, საქართველოს პრეზიდენტსა და უფლებადამცველებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული ახალი ამბების სააგენტო „თურანი“ ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც კრიმინალური პოლიციის კურატორის პოზიციას იკავებდა, კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. მის მოვალეობას გიორგი მღებრიშვილი შეასრულებს.

2009-2016 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363-ჯერ დაირღვა. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რეგისტრირებული დარღვევების რაოდენობა მცირდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ. მინისტრის თქმით, ორ ცდაზე გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურიდან დაითხოვენ.

მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი გუშინ გადაიდო და დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) გაიმართება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]