საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა 200 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით ორი პირი - 58 წლის რ.ჟ. და 33 წლის ბ.ჯ. დააკავეს.
ინტერნეტ თამაში, რომელიც ბავშვებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს, საქართველოშიც გავრცელდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 12 წლის გოგონამ, რომელიც ამ თამაშში იყო ჩართული, თვითმკვლელობა სცადა და მე-5 სართულიდან გადახტა. ის ამჟამად სხეულის მრავლობითი დაზიანებებით…
სიღნაღის რაიონში სოფლები ჯუგაანი, ტიბაანი და ბოდბისხევი დაისეტყვა. როგორც „რეგინფოს“ ჯუგაანში გამგებლის წარმომადგენელმა მირიან ალადაშვილმა უთხრა, ბოსტნეულისა და ვენახების 70-80% განადგურებულია.
ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 77 101 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი, 49 წლიანი იჯარით, გამგეობის საჯარო მოხელეს - ლევან უძილაურს გადასცა. აუქციონის პირობებში იჯარის ვადა მხოლოდ 20 წელი იყო,…
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო და ეროვნული გამოცდების ბარიერი მომავალში აიწევს. მინისტრის განმარტებით, 12 კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება განსაკუთრებით მოტივირებული და მონდომებული ბავშვებისთვის არის.
ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, დღეს თუში სახალხო გმირის, ზეზვა გაფრინდაულის სახელობის სახალხო დღესასწაული „ზეზვაობა“ გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათზე, ტრადიციულად ზეზვა გაფრინდაულის სულის მოსახსენიებელი რიტუალით, „დალაობით“ დაიწყება.
ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის ბავშვი დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. დაშავებული ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალი ქალაქს მნიშვნელოვნად განტვირთავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდებზე საჭირო ზღვარი 11 ათასმა მოსწავლემ ვერ გადალახა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, შედეგები პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც შარშან.
გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის გამო, რომლის შედეგადაც 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს ორ ხელმძღვანელ პირს, უფლებამოსილება შეუჩერდა. შს სამინისტროს განმარტებით, გამოძიების დასრულებამდე ისინი კადრების განკარგულებაში…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11